რუსეთი

რუსეთში პუტინმა 1-10 მაისი უქმე დღეებად გამოაცხადა

ვლადიმირ პუტინი
TASS

რუსთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რუსეთში 1-დან 10 მაისის ჩათვლით უქმეებად გამოაცხადა.

გადაწყვეტილება რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველობის სამსახურის (როსპოტრებნადზორის) თხოვნის საფუძველზე, კორონავირუსის შემთხვევების გაზრდის თავიდან ასარიდებლად მიიღეს

როსპოტრებნადზორის უფროსის, ანა პოპოვას, თქმით, ამ დღეებში სურთ შეზღუდონ რუსეთის მოქალაქეების მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გატარებული დრო. 

1 მაისს და 9 მაისს რუსეთში ეროვნული დასვენების დღეებია.

გასულ 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 8 840 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

რუსეთში Rosstat-ის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო 224 000 პირი გარდაიცვალა - ეს რიცხვი 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მთავრობის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გავრცელებული მონაცემები.

კომენტარები