კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 1 271 შემთხვევა დადასტურდა, დღიური დადებითობა 4.42%-ია, გარდაიცვალა 11 ადამიანი

iStock [illustration]

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 28 751 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 729 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.42%, ბოლო 14 დღის - 3.75%, ბოლო 7 დღის - 4.55%.

ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევიდან თბილისში 781 გამოვლინდა, აჭარაში - 98, იმერეთში - 71, ქვემო ქართლში - 52, შიდა ქართლში - 53, გურიაში - 41, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 91, კახეთში - 48, მცხეთა-მთიანეთში - 27, სამცხე-ჯავახეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 231, საიდანაც 3 523 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 682 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 9 022 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 584 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 113 პაციენტი.

23 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 301 535 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 284 286 გამოჯანმრთელდა,  3 992 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, "მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების მენიუს, რაც გამოვიარეთ". თამარ გაბუნიამ არ გამორიცხა, რომ ტრანსპორტის მოძრაობა "ლოკალურად შეიზღუდოს".  4-11 მაისი უკვე გამოცხადდა უქმე დღეებად.  მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი, დამატებით რა შეზღუდვები დაწესდება.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები