"ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებდით, თუ მელია განთავისუფლებული არ იქნებოდა და ამას ვაკეთებთ ახლა ზუსტად, რომ სწორედ ამ თავდებობის მექანიზმით იგი გამოვიყვანოთ საპყრობილიდან, მაგრამ არის მეორე საკითხი, რომ, თუ ეს არ მოხდა და რაღაც მიზეზების გამო ეს მცდელობაც ჩაშალა ხელისუფლებამ, მაშინ სხვა გზა არ დაგვრჩენია, რომ შევიდეთ პარლამენტში და მელია გავათავისუფლოთ. ანუ, დილემის წინაშე ვართ – ან, სანამ შევალთ, მანამდე უნდა გამოვიყვანოთ მელია, ან, თუ ეს არ მოხდა თავდებობის მიუხედავადაც... მე აუცილებლად შევალ პარლამენტში, რომ მივიღო ამნისტიის კანონში მონაწილეობა ისე, რომ მეორეჯერ არ დაზარალდნენ ამ კანონით ის ადამიანები, რომლებმაც უკვე მთელი ცხოვრების ტრავმა მიიღეს. საკმაოდ რთული გზა გვაქვს გასავლელი..."
ნიკა მელიას საქმე
ხაზარაძე: თუ თავდებობა არ გამოვა, მოგვიწევს, შევიდეთ პარლამენტში და მელია გავათავისუფლოთ
tbl.ge/5is1
დაკოპირდა

მამუკა ხაზარაძემ კომენტარი მთავარის ლაივში ჩართვისას გააკეთა.
ამავე თემაზე
- ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მელიას საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია - ადვოკატი
- ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს
- კოალიცია ცვლილებისთვის: ყოველთვიურად ახალი ბრალის წარდგენით ცდილობენ მელიას გატეხვას
- ადვოკატი: ნიკა ამჟამად გადაყვანილია ვივამედში, გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებზე
- მელიას უპირებენ, წარუდგინონ მორიგი ბრალი, საქმე მოსამართლის შეურაცხყოფას შეეხება - ადვოკატი




