პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: ვუერთდები ლელოს, ნიკა მელიას თავდებობაზე ევროპარლამენტარებს თხოვნით მივმართე

იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ნებისყოფა და დათანხმდება ამ წინადადებას. ვუერთდები ლელოს ინიციატივას და მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს ნიკა მელიას თავდებობის შესახებ. ცხადია, ასევე, მზად ვარ, მას თავდებში პირადად დავუდგე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტში ფორმულირება ითვალისწინებს ყველა შესაძლო გზას ნიკას გასათავისუფლებლად, არა მხოლოდ გირაოს და ამნისტიას.

წერს FACEBOOK-ზე ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი.  ლელოს ლიდერებმა ბრიუსელში ვიზიტისას ევროპარლამენტარებს შესთავაზეს რომ ნაციონალური მოძრაობის  თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. პარტიის განცხადებით, მათგან თანხმობა მიიღეს. 

კომენტარები