ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუსეთი

ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე რუსეთის 97 ქალაქში 1 788 ადამიანი დააკავეს – OVD-Info

ხუთშაბათი, 22 აპრილი, 2021 - 15:00
tbl.ge/5ir7
დაკოპირდა

21 აპრილს ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე რუსეთის 97 ქალაქში 1 788 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანიზაცია OVD-Info ავრცელებს. ყველაზე მეტი, 800-ზე მეტი მომიტინგე სანქტ-პეტერბურგში დააკავეს. 

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მოსკოვში აქციაზე 6 000 ადამიანი გამოვიდა, ნავალნის გუნდის თქმით კი - 60 000. 21 აპრილს მოსკოვში პოლიციამ წითელ მოედანთან ქუჩები გადაკეტა.

აქციის დაწყებამდე დააკავეს ნავალნის ახლო თანამოაზრეები, მათ შორის ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი და ნავალნის სპიკერი, კირა იამიში. 

ნავალნის გუნდის მიერ შექმნილ ვებგვერდზე ქვეყნის 200 ქალაქიდან აქციებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 460 000-მა ადამიანმა. აქციებზე ნაკლები ადამიანი მივიდა. 

ნავალნის გუნდის განცხადებით, ისინი სხვადასხვა აქტივობებს კვლავ გააგრძელებენ. "ცხადია, საბოლოო ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა". - წერს ნავალნის თანამოაზრე, ლეონიდ ვოლკოვი. 

ამავდროულად, რუსი პროკურორები ითხოვენ ნავალნის ორგანიზაციის ექსტრემისტულად გამოცხადებას.

რამდენიმე დღის წინ ალექსეი ნავალნი პოკროვის № 2 კოლონიიდან ვლადიმირს № 3 კოლონიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავალნის ადვოკატის, ვადიმ კობზევის თანახმად, პოლიტიკოსი კოლონიის ტუბერკულოზის საავადმყოფოს ერთკაციან განყოფილებაში იმყოფება და მისი ერთადერთი მკურნალობა გლუკოზის წვეთოვანია.

მას შემდეგ, რაც ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, ექიმების თქმით, პოლიტიკოსს სისხლში კალიუმის საგანგაშოდ მაღალი დონე აქვს, რამაც შეიძლება გულის პრობლემები და გულის შეტევაც კი გამოიწვიოს.

მარტში პორკოვის კოლონიაში გადაყვანის შემდეგ ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას ზურგის ძლიერი ტკივილი აწუხებდა და კიდურები უბუჟდებოდა, ნავალნის ხერხემლის თიაქარი აქვს. 31 მარტს პოლიტიკოსმა შიმშილობა დაიწყო. მისი მოთხოვნაა, დაუშვან მასთან დამოუკიდებელი ექიმი, რათა მიიღოს სათანადო მკურნალობა.

ცნობილი ადამიანები, მათ შორის მსახიობები, მწერლები, რეჟისორები, პუტინს დაჟინებით მოუწოდებენ ნავალნიმ სამედიცინო დახმარება მიიღოს.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ჯგუფის, Amnesty International-ის ცნობით, რუსეთის მთავრობა, შესაძლოა, ნელა კლავს ნავალნის. ორგანიზაცია ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი ისეთ პირობებშია, რაც წამებას უდრის და ამან, შესაძლოა, მისი ნელა სიკვდილიც გამოიწვიოს.


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

25 მარტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

რუსეთინავალნიალექსეი ნავალნიაქცია რუსეთში

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
  • სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 15:18"არ მიხარია" – კადიროვი მომავალ არჩევნებში ჩეჩნეთის ლიდერის პოსტზე კვლავ წარადგინეს
  • ორშაბათი, 6 ივლისი, 2026 - 22:43"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
  • ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:032007 წლის შემდეგ პირველად, რამზან კადიროვი პუტინის პარტიის საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდა
  • სამშაბათი, 30 ივნისი, 2026 - 11:39რუსეთში დააკავეს ვეტერანი, რომელიც კრიტიკულ მიმართვებს წერდა და ამბოხებით იმუქრებოდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:53

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:22

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
3რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕