პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხელმოწერაც არის, მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ დოკუმენტს

მე ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩემი ხელმოწერაც არის და ბევრის ხელმოწერა არის, განსხვავებით სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან, მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ დოკუმენტს და ეს არ დამიმალია არც ელჩებისთვის, არც შარლ მიშელისთვის. იმ სამი რაღაცის გამო, რაც მე ჩამოვთვალე ხელი მოვაწერე და ილუზიებში არ ვამყოფებ არც საკუთარ თავს და არც ჩვენ მხარდამჭერებს და არც რაღაც აღფრთოვანებას განსაკუთრებულს არ გამოვხატავ ამ დოკუმენტის მიმართ და მე ვნახე ეს აღფრთოვანება ბევრ სხვა პოლიტიკურ ლიდერების მხრიდან, თითქოს ეს დოკუმენტი არის რაღაც ხსნა და პანაცია...

ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას ტელეკომპანია პირველის ეთერში. შარლ მიშელი ქართული ოცნებისა და ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს, საკანონმდებლო ორგანოში შეხვდა.

რა წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში

კომენტარები