ვაქცინაცია

მასწავლებლების იმუნიზაცია დაიწყო – 50-მდე პედაგოგი ასტრაზენეკას ვაქცინით აცრეს

მასწავლებლების ვაქცინაცია დაიწყო. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50-მდე პედაგოგი ასტრაზენეკას ვაქცინით აცრეს. 

"პედაგოგებთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესი ბავშვებისთვის იყოს საკლასო ოთახში, აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ მნიშვნელოვანია პედაგოგებისა და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად". - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინაცია მხოლოდ ასტრაზენეკას ვაქცინით მიმდინარეობს, ჩინური სინოფარმით იმუნიზაციის პროცესი მაისის პირველ რიცხვებში დაიწყება.

კომენტარები