ვაქცინაცია საქართველოში

ტიკარაძე კვლევაზე: Sinopharm-ის დაბალი პოზიცია მოულოდნელი შედეგი არ ყოფილა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ Sinopharm-ის დაბალი პოზიცია საჯარო კვლევებში მისთვის მოულოდნელი არ არის და აკრედიტაციის შემდეგ მისი პოზიციები გაიზრდება

"Sinopharm-ის მიმართებით ეს არ არის მოულოდნელი შედეგი, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი საჯარო კვლევა, რომელიც ვებ-პორტალზე დაიდო, თუმცა ჩვენ მსგავს კვლევებს არაერთს ვატარებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, ამიტომ არის შექმნილი ეს პორტალი, საზოგადოებამაც რომ ნახოს რა არის მოთხოვდა.

ის არის მოლოდინის ფურცელზე, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას მიიღებს, თუმცა ასევე ჩვენ გვაქვს არაერთი კვლევა, ვინაიდან Sinopharm-ი ტრადიციული გზითაა დამზადებული, ხალხის  სანდოობა მაღალია მის მიმართ. ბოლო პოზიციაზე ყოფნა განაპირობა იმან, რომ აკრედიტაცია ჯერ არ აქვს ჯანოსგან, აკრედიტაციის შემდეგ მისი პოზიცია გაიზრდება". – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე

გუშინ, საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაციის პლატფორმა გაიხსნა. ამ დრომდე რეგისტრაცია გაიარა  37,284 პირმა, აქედან 96%-მა Pfizer-ის აირჩია, ხოლო 5%-მა Sinopharm-ის ვაქცინა 

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. ამჟამად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება ორგანოგადანერგილ პაციენტებს, დიალიზზე მყოფ პირებს და 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. ასევე, შექმნილია სათადარიგო სია, რომელშიც პოლიციელები და ჯარისკაცები შედიან.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არ არის, ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა.

კომენტარები