სექსუალური ძალადობა

PHR: პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მწვრთნელს, რომელიც ფეხბურთელ ქალებზე ძალადობდა

ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, პროკურატურამ კაც მწვრთნელს, სექსუალური ძალადობისა და  დიდი ოდენობის თანხის თაღლითობის დანაშაულზე, ბრალი წარუდგინა. 

სასამართლომ მწვრთნელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოიყენა.

"#PHR იცავს კიდევ ერთი საფეხბურთო კლუბის ქალი ფეხბურთელების უფლებებს, მათ მიმართ, კაცი მწვრთნელის მხრიდან, სექსუალური ძალადობისა და თაღლითობის სავარაუდო დანაშაულზე.

Image removed.2021 წლის 14 აპრილს პროკურატურამ კაც მწვრთნელს ბრალი წარუდგინა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გოგოების მიმართ, დიდი ოდენობის თანხის თაღლითობის დანაშაულზე. სასამართლომ მწვრთნელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოიყენა.

Image removed. სასამართლომ დაზარალებული ქალი ფეხბურთელების ადვოკატს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უარი უთხრა სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე, ამით ხელი შეუშალა დაზარალებულების სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას.

Image removed.#PHR მოითხოვს, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა ზომა პროკურატურამ, დანაშაულში დაზარალებული ქალი ფეხბურთელების უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო ვალდებულია დანაშაულის შედეგად დაზარალებულებს, მართლმსაჯულების პროცესში, აარიდოს ყველა შესაძლო სტრესი და განმეორებითი ტრავმატიზება". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

კომენტარები