საგარეო ვაჭრობა

რომელ ქვეყნებში და რისი ექსპორტი გაიზარდა საქართველოდან I კვარტალში

brianchristner.io

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში ექსპორტი 30.6%-ით გაიზარდა და $325 921 მლნ შეადგინა, ხოლო იმპორტი $768 358 მლნ იყო, რაც 17.8%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის თანახმად, 2021 წლის I კვარტალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $2 773.5 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.3%-ით ნაკლებია.

იანვარ-მარტში ექსპორტი 5.3%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და $821.1 მლნ შეადგინა, ხოლო იმპორტი 2.4%-ით შემცირდა და $1 952.4 მლნ შეადგინა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $1 131.4 მლნ და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8% შეადგინა.

პირველ კვარტალში 10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7% შეადგინა. ექსპორტი ყველაზე მეტად აშშ-ში გაიზარდა 61.8%-ით, შემდეგ თურქეთში 40.1%-ით, შემდეგ კი რუსეთში 19.6%-ით.

წყარო: საქსტატი

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში შემდეგნარია:

წყარო: საქსტატი

10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში კი 71.5% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (343.3 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (220.4 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (182.8 მლნ აშშ დოლარი).

წყარო: საქსტატი

2021 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 158.8 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 86.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.5%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 83.7 მლნ. აშშ დოლარით (10.2%).

წყარო: საქსტატი

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 168.5 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.6% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 145.8 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.5%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 141.9 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%).

წყარო: საქტსტაი

 

კომენტარები