მინდა დავაანონსო, იმისთვის, რომ კვლევების გადახედვის, ვალიდაციის, დადასტურების პროცესი იყოს უფრო კარგად ორგანიზებული, შეგახსენებთ, რომ ჩვენ წინა შეხვედრაზეც შევთანხმხდით, მივიღებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რეკომენდაციას, გამოხმაურებას, რასაც ჩვენ გადავხედავთ და ავსახავთ პროექტში. დაახლოებით, თვე-ნახევარს ავიღებთ ამისთვის. ვფიქრობთ, რომ პირველი ივნისამდე დავასრულებთ ამ პროცესს. ვაპირებთ, რომ შევქმნათ ექსპერტთა საბჭო, ექსპერტთა ჯგუფი, სადაც, ასევე, მიეცემა შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ სტრუქტურას, კვლევით ინსტიტუტს, არასამთავრობო ორგანიზაციას მიიღოს მონაწილეობა. საბჭოს ძირითადი ფუნქცია იქნება ამ კვლევების გადახედვის, ვალიდაციის და რეკომენდაციების შემუშავების პროცესის კოორდინაცია.
tbl.ge/5igo
დაკოპირდა

თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.
ამავე თემაზე
- საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მიერ ნამახვანჰესის საქმეზე $400 მილიონის გადახდა შეაჩერა
- საქართველომ ნამახვანჰესზე ENKA Renewables-თან დავა წააგო და $383 მილიონის გადახდა დაეკისრა
- ბოკერია სუს-ზე: მათი მისამართით პერფორმანსები, თურმე, საფრთხე ყოფილა – მძიმე მდგომარეობაა
- "გასცდა თვითორგანიზებულ პროტესტს, საფრთხე შეუქმნა ენერგოუსაფრთხოებას" – სუს-ი ნამახვანზე
- დავითაშვილი რიონის ხეობის მცველებს: მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დიალოგისა და საუბრისთვის




