ინფლაცია

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2021 წელს ფასები კიდევ 6.9%-ით გაიზრდება

2021 წელს მოსალოდნელია, რომ საშუალო წლიური ინფლაცია 6.9% იქნება, დეკემბრის ინფლაცია კი – 8.6%. 

პროგნოზს საინვესტიციო ბანკი მაკროეკონომიკური გარემოს კვლევასთან ერთად ავრცელებს

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2% , ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

2020 წელს ყველაზე მეტად ზეთი და ცხიმი (35.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.0 პროცენტი), თევზეული (12.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.7 პროცენტი) გაძვირდა.

კომენტარები