ელექტრონული კომუნიკაციები

საქართველომ 2020 წელს 193 000 ტერაბაიტი მობილური ინტერნეტი გამოიყენა – G&T

საქართველოს მოქალაქეებმა და რეზიდენტებმა 2020 წელს 193 000 ტერაბაიტი მობილური ინტერნეტი გამოიყენეს, რაც 2019 წელთან შედარებით, გაორმაგებული მაჩვენებელია. 

კვლევას ავრცელებს გალტ & თაგარტი.

საინვესტიციო ბანკის ცნობით, გამოყენებული ინტერნეტის უდიდესი წილი მაგთის მომხმარებლებზე მოდის, რომელსაც სილქნეტისა და ვეონის მომხმარებლების მოსდევენ. ნიშანდობლივია ისიც, რომ 2019-2020 წლებში მაგთიკომის მომხმარებლების მიერ მობილური ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი გასამმაგდა. 

ინტერნეტის საშუალო თვიური მოხმარება ქსელის მიხედვით, გიგაბაიტი

2020 წელს, სილქნეტის მომხმარებლები, საშუალოდ, თვეში 5.3 გიგაბაიტ მობილურ ინტერნეტს მოიხმარდნენ, რაც 2019 წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია მაგთის მომხმარებლების მიერ ინტერნეტის გამოყენებამაც – 10.3 გიგაბაიტი თვეში. 

გასულ წელს სილქნეტის, ვეონისა და მაგთის მომხმარებლების რაოდენობა, ჯამურად, 239 000-ით გაიზარდა, რაც, პანდემიასთან ერთად, მობილური ინტერნეტის გამოყენების ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. 

კომენტარები