ნამახვანჰესი

ნამახვანჰესის კვლევების ხელახლა გადასახედად ექსპერტთა საბჭო შეიქმნება

enka.com

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნება კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით.

საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის ორგანზიაციები: საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, მწვანეები, განახლებადი ენერგიების ასოციაცია და სხვ.

საბჭოს წევრი იოსებ ცაბაძე არსებული კვლევების პრეზენტაციას წარადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტთა საბჭოს წევრებისა და დარგის სპეციალისტებისთვის და მათთან ერთად მოხდება განხილვა. 

პრეზენტაცია მიმდინარე წლის 16 აპრილს გაიმართება.

კომენტარები