გავრილოვის ღამე

ლილუაშვილი 20 ივნისზე: ყველა ბრძანება და პოლიციის გამოყენებული საშუალებები კანონიერი იყო

20 ივნისზე პრინციპში პოზიცია და გახარიას მხრიდან ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არავისთვის ახალი არ არის, ეს მან რამდენიმე სხვადასხვა პლატფორმიდან გააჟღერა და სხვათა შორის იმ პოლიტიკური ფიგურებისგან განსხვავებით, რომელთა მოწოდებების საფუძველზე სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმის პროვოცირება მოხდა, მათგან განსხვავებით ის არ დამალულა. მათ შორის, მან გამოიჩინა პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გამოძიებას ორჯერ გასცა კითხვებზე პასუხი. დამისახელეთ ამ თანამდებობის პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც ეს გააკეთა ოდესმე ამ ქვეყანაში.  შესაბამისად, კითხვებზე პასუხის გაცემის არც ჩვენ და არც მას არ ეშინია, თუ მას მოუწევს კიდევ ამ კითხვებზე საზოგადოებიდან გამომდინარე რაიმე პასუხების დაფიქსირება, დარწმუნებული ვარ, მას ეს არ გაუჭირდება.

ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, ამიტომ "სამართლებრივად სწორი" და "სამართლებრივად არასწორი" არის სიტყვები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ მსგავსი ტიპის ეპიზოდებთან დაკავშირებით. ესეთი ტიპის კონკრეტული მოვლენების მიმართ ჩემი პოზიცია არის ის, რაც არის კანონის პოზიცია. ყველა ბრძანება, რაც გაიცა, იყო კანონიერი, პოლიციის მიერ გამოყენებული საშუალებები იყო კანონიერი და ეს შეფასდა არამხოლოდ ქართული მხარის, არამედ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც....

თქვა ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა, ტვ პირველის ეთერში. მან და ხუთმა დეპუტატმა დღეს, 14 აპრილს, მმართველი პარტია დატოვეს "გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით".

2019 წლის 20 ივნისს მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივად დაარბია. პრემიერმინისტრი გახაარია მაშინ შს მინისტრის პოსტს იკავებდა.

კომენტარები