კორონავირუსი და შეზღუდვები

იმნაძე: სასაფლაოზე ქეიფები რომ უნდა აიკრძალოს, ამაში მგონი, ყველა დაგვეთანხმება

ამ ეტაპზე, რაც სერიოზულად განიხილება, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სასაფლაო არ არის... რა დავარქვა, არ ვიცი... სასაფლაოზე  გასვლა ძალიან ნორმალურია, იქ კვერცხის გადაგორებაც და ყველაფერი, მაგრამ სასაფლაოებზე ქეიფის გამართვა საერთოდ არ ჯდება ჩვენს ტრადიციებში და ის, რომ სასაფლაოზე ეს ქეიფები უნდა აიკრძალოს, ამაში მე მგონი, ყველა მოქალაქე დაგვეთანხმება.. [განიხილება] რეგულაცია, რომ სასაფლაოზე არ იყოს ქეიფი.

[რაც შეეხება ქალაქების დაკეტვას] ყველაფერი იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დამოკიდებული. თუ სიტუაცია ისე გაუარესდება, რომ სასაფლაოზე გამსვლელი აღარ დავრჩებით...

პაატა იმნაძე პირველი არხის ეთერში, კითხვაზე, სააღდგომოდ აიკრძალება თუ არა სასაფლაოებზე გასვლა და დაიკეტება თუ არა ქალაქები. 

კომენტარები