ნამახვანჰესი

თურნავა: ნამახვანჰესი ერთერთი ყველაზე პატრიოტული საქმეა და წარმატებამდე უნდა მივიყვანოთ

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავდგეთ უახლოეს პერიოდში ისეთი პრობლემის წინაშე, როდესაც ჩვენი ენერგეტიკის, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები წყდება რომელიმე ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, მოგეხსენებათ, ყველა ქვეყანა პირველ რიგში ხელმძღვანელობს საკუთარი შიდა ინტერესით და არა საქართველოს ინტერესებით.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ეს რესურსი, წყლის რესურსი, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის ყაირათიანად და ნამახვან-ჰესი არის არა უბრალოდ მნიშვნელოვანი და წონადი პროექტი, არამედ, ეს არის ერთერთი ყველაზე მეტად პატრიოტული საქმე, რისი გაკეთებაც წამოწყებული გვაქვს და ვალდებულები ვართ, მივიყვანოთ ეს წარმატებამდე...

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტზე, TV იმედის ეთერში.

კომენტარები