ვაქცინაცია

იმნაძე: ბევრი ჩემი კოლეგა, ვაქცინაციაში გამოცდილი ექიმები სწორედ ჩინურ ვაქცინას ელოდებიან

სახელმწიფო უმაღლესი პირების დონეზე მიდის მოლაპარაკებები და ამ შემთხვევაშიც კი ძალიან ჭირს, რომ მოიპოვო ეს ვაქცინები რამენაირად. ჩვენ შევძელით  Pfizer-ის რაღაც გარკვეული რაოდენობის მოპოვება, AstraZeneca-სი, ჩინური ვაქცინის ყიდვაც არ არის ასე ადვილი, მინდა გითხრათ, ოღონდ მთავარია, რომ ეს ვაქცინები იყოს გამოყენებული და მკაცრი მარეგულირებლების მიერ აღიარებული და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა ამ ვაქცინით მაქსიმალურად მოვამარაგოთ ჩვენი მოსახლეობა.

სხვათა შორის, ბევრი ჩემი კოლეგა ვიცი, ექიმები, ვისაც დიდი გამოცდილება აქვთ ვაქცინაციაში, რომ სწორედ ჩინურ ვაქცინას ელოდებიან...

NCDC-ის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე TV იმედზე.

კომენტარები