ბათუმის ახალი მეჩეთი

TDI: სასამართლოების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა – წლებია, მუსლიმთა დისკრიმინაციას აღიარებს

TDI

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულ მოსაზრებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერიის გადაწყვეტილება მეჩეთის მშენებლობაზე უკანონო იყო. ორგანიზაციის ცნობით, ეს ეროვნული სასამართლოების ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც წლების განმავლობაში მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლების ხელყოფის დისკრიმინაციულ პრაქტიკას აღიარებს. 

"დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შეფასება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე ბათუმის მერიის უარის უკანონობისა და რელიგიის ნიშნით მოსარჩელეების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის შესახებ.

ეს არის ეროვნული სასამართლოების ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც წლების განმავლობაში მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლების ხელყოფის დისკრიმინაციული პრაქტიკას აღიარებს". – წერს ორგანიზაცია. 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ძალაში დატოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება, რომ ბათუმის მერიამ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო და მშენებლობის პირველ ეტაპზე ნათქვამი უარი უსამართლო იყო. 

კომენტარები