ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან ეს პოლიტიკური კრიზისი. ჩვენ გვესმის საზოგადოებისგან, რომ ელოდება კრიზისის სწრაფად და რაც შეიძლება მალე გადაჭრას, რომ პარლამენტის არჩეულმა წევრებმა დაიწყონ მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ქვეყანას აქვს – კოვიდი, ეკონომიკა, ცვალებადი რეგიონული დინამიკა. ამ გამოწვევებზე პასუხი მოითხოვს მთელი მთავრობის და მთელი პარლამენტის მუშაობას, საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. [...] პარტიები აგრძელებენ მოლაპარაკებას ერთმანეთთან. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს შესაძლებელი ფასილიტაციით და დიალოგის გაგრძელებით. მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე და მჯერა, რომ ისინი რთულ კომპრომისებზე წავლენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭიროა სწრაფად შეთანხმებისთვის...
პოლიტიკური კრიზისი
დეგნანი: მჯერა, პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა ქვეყნის სასწორზე
tbl.ge/5i6h
დაკოპირდა
ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა