მე-10 მოწვევის პარლამენტი

პარლამენტში ქართული ოცნების 7 დეპუტატი კორონავირუსითაა ინფიცირებული

ტაბულა

საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების 7 დეპუტატი კორონავირუსითაა ინფიცირებული. როგორც ტაბულას პრესსამსახურში უთხრეს, ყველა მათგანი სახლში მკურნალობს და თავს კარგად გრძნობს.

ინფიცირებული დეპუტატები არიან: მამუკა მდინარაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი,მაია მენაღირაშვილი,ირაკლი მეძმარიაშვილი, მიხეილ დაუშვილი.

12 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 288 755 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 277 829 გამოჯანმრთელდა, 3 883 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.62%, ბოლო 14 დღის - 2.31%, ბოლო 7 დღის - 2.51 %.

კომენტარები