ოკუპირებული ტერიტორიები

აფხაზეთის მთავრობის შენობასთან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ფორმულა / კადრი ვიდეოდან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობასთან აქციაზე პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

აქციის მონაწილეები ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მსურველებისთვის დაწესებულ 5-დღიან კარანტინს აპროტესტებენ. 

7 აპრილს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, უკანონო დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს ოთხი მოქალაქე მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა. ენგურის გადმოკვეთისას ოთხივე მათგანი დაიღუპა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე დადგება ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტოლირებად ტერიტორიებზე გადმოსვლის წესების შემსუბუქების საკითხი. 

კომენტარები