პოლიტიკური კრიზისი

ლანდსბერგისი: იქმნება "შუამავლების ჯგუფი" საქართველოს დასახმარებლად

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ევროკავშირის მინისტრები ქმნიან "შუამავლების ჯგუფს", რათა დაეხმარონ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში. 

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას, ლანდსბერგისმა უპასუხა, რომ საქართელოში, შესაძლოა, ევროკავშირის უფრო დიდი დელეგაცია ჩამოვიდეს.

"არის გეგმები [საქართველოში ჩასვლის], ჩვენ ახლა ვაკვირდებით, რამდენად სასარგებლო იქნება მსგავსი ვიზიტი. საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შუამავლების ჯგუფი იქმნება, და ის აუცილებლად მოიცავს ერთზე მეტ ქვეყანას. მე მჯერა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სიგნალის მიცემა, არა მხოლოდ ლიტვიდან... ეს უნდა იყოს ევროპული სიგნალი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციაზე". - ამბობს ლანდსბერგისი.

 

კომენტარები