კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ

კორონავირუსის შემთხვევებმა უკვე მოიმატა. საბედნიეროდ, ხაზს ვუსვამ, ჯერ არ არის სიკვდილიანობის მატება, ამას უნდა გავუფრთხილდეთ. თორემ, თუ დაიწყო მესამე ტალღა, ვერ შევინარჩუნებთ სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე. მთელი მოსახლეობა უნდა გადავიდეს პირბადეების უპირობო გამოყენებაზე ღია და დახურულ სივრცეში და მოვახერხოთ, რომ 2-3 თვის მანძილზე უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე. აი, ამას თუ შევძლებთ, პლუს დღეში 6-7 ათასი ვაქცინაცია თუ გვექნება, ჩვენ თავიდან ავიცილებთ მესამე ტალღას. 

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

კომენტარები