ევროპული საქართველო

ქებურია: შეუპოვრად გავაგრძელებთ სვლას იმ ქვეყნისკენ, რომელსაც ევროპული საქართველო ჰქვია

..ჩვენ ვიცით, როგორ შევათავსოთ წარსულის პოზიტიური თუ ნეგატიური გამოცდილება და სიახლეები. დიახ, ჩვენ ვართ ამაყები განვლილი გზით, მაგრამ ვართ თვითკრიტიკულებიც და, რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც. ზოგჯერ ჩვენ არ ვიყავით საკმარისად გაბედულები, მაგრამ იყო ბევრი სწორად გააზრებული და იმ მომენტისათვის აუცილებელი გადაწყვეტილება, რომელმაც გარდამტეხი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში.

მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ გავლილი გზისთვის. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენთან ერთად გამოიარეს ეს რთული გზა და დღეს თვლიან, რომ სხვა მისია უნდა შეასრულონ. თქვენთან ერთად მინდა, მათ წარმატება ვუსურვო.

ჩვენ კი აუცილებლად უნდა განვაგრძოთ წინსვლა, რადგან ჩვენ პრინციპული და ერთგული ადამიანების გაერთიანება ვართ და შეუპოვრად გავაგრძელებთ სვლას იმ ქვეყნისკენ, რომელსაც ევროპული საქართველო ჰქვია. ევროპულ საქართველოში კი პოლიტიკური გაერთიანება ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის მთავარ და მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

თქვა ევროპული საქართველოს წევრმა ლელა ქებურიამ პარტიის ყრილობაზე. დღეს, 10 აპრილს, ევროპული საქართველოს ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს აირჩევენ.

კომენტარები