კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 506 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 25 751 ტესტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 25 751  ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 506 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 285 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.96%-ია. 14 დღის მანძილზე - 2.16%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.49 %.

ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 240 შემთხვევა, აჭარა - 76, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 13, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 66, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების 7 083 აქტიური შემთხვევაა. 370 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი.

10 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 287 689 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 276 711 გამოჯანმრთელდა, 3 869 კი გარდაიცვალა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები