ვაქცინაცია

გაბუნია: თუ განსაკუთრებული მდგომარეობა არ არის, აცრის წინ გამოკვლევები საჭირო არაა

აცრის წინ არანაირი გამოკვლევის ჩატარება არც ერთი პროტოკოლით რეკომენდებული არ არის, თუმცა, თუ არის რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა, თუ არის მიმდინარე სერიოზული დაავადება ან მედიკამენტური მკურნალობა, პაციენტს ვურჩევთ, კონსულტაცია გაიაროს თავის მკურნალ ექიმთან. რუტინულად ან დ-დიმერის ან რომელიმე სხვა გამოკვლევის ჩატარება ვაქცინაციის წინ არ არის საჭირო.

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. 

კომენტარები