ბათუმი

საგანგებო: ბათუმში სახლის ნანგრევებიდან 1 გარდაცვლილი და 2 დაშავებული მუშა გამოვიყვანეთ

საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე მშენებარე კერძო სახლი ჩამოინგრა. უწყების ცნობით, ნანგრევებიდან სამი მუშა გამოიყვანეს - 1 გარდაცვლილი და 2 დაშავებული. 

"დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაეწევათ შესაბამისი დახმარება". – წერია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შარაშიძის ქუჩაზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, 30 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.

კომენტარები