კორონავირუსი და შეზღუდვები

გაბუნია საზ. ტრანსპორტის გაჩერებაზე: თუკი აუცილებლობა დადგა, მოგვიწევს გარკვეულწილად

დღევანდელი მდგომარეობით, ეს საკითხი [საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის გაჩერება] არ განიხილება, თუმცა ჩვენ შევხედავთ სიტუაციას 7 დღიანი ინტერვალებით, ტენდენცია როგორ განვითარდება და გარკვეულწილად, მობილობის შეზღუდვის ერთ-ერთი საშუალება არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული ლიმიტირება. დღეს ამაზე საუბარი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუკი ამის აუცილებლობა დადგა, მოგვიწევს გარკვეულწილად იმ გზის გამეორება, რაც გავიარეთ მეორე ტალღის შემდეგ.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები