კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: თუ დადებითობა 2%-ს გადასცდება, მოგვიწევს ვიფიქროთ უფრო აქტიურ ღონისძიებებზე

2% არის ჩვენთვის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას, უკვე როცა 2%-ს გადასცდა და 1,94% არის ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი დღევანდელი მდგომარეობით, ანუ უახლოვდება 2%-ს. 2%-ს, როდესაც გადასცდება, 5%-ს ვერ დაველოდებით, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ 5% უკვე საგანგაშო მაჩვენებელია, ამდენად, 2%-ს როდესაც გადასცდება მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ვიფიქროთ უფრო მეტად აქტიურ ღონისძიებებზე...

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია გამართულ ბრიფინგზე. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 897 შემთხვევა დადასტურდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 3.65%-ია. 

6 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 284 958 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 275 220 გამოჯანმრთელდა, 3 832 კი გარდაიცვალა.

კომენტარები