კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 897 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 24 592 ტესტი

CDC/Science Photo Library

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 24 592 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  196  პაციენტი.   

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.94 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.32 %.

ინფიცირების 897 ახალი შემთხვევიდან: თბილისში 463 გამოვლინდა, აჭარაში - 83, იმერეთში - 88, ქვემო ქართლში - 41, შიდა ქართლში - 32, გურიაში - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 96, კახეთში - 19, მცხეთა-მთიანეთში - 24, სამცხე-ჯავახეთში - 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 880, საიდანაც 1 892 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 269 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 3 719 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 357 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პაციენტი.

6 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 284 958 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 275 220 გამოჯანმრთელდა, 3 832 კი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა კიდევ უფრო მეტად, მაშინ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს სხვადასხვა გამკაცრებაზე..

"მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში და არ გვინდა, ეს იყოს, ამიტომ, ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რომ როგორმე თავი ავარიდოთ მესამე ტალღას" - უთხრა გამყრელიძემ TV იმედს.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები