აშშ-რუსეთი

TASS: რუსეთის ელჩი აშშ-ში დაბრუნდება, როცა "რამეს მაინც" გააკეთებენ ურთიერთობის ნორმალიზებისთვის

რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი
Global Look Press

რუსული სამთავრობო მედიის TASS-ის თანახმად, რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის აშშ-ში დაბრუნება, დამოკიდებულია, რა ნაბიჯებს გადადგამს ვაშინგტონი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. ინფორმაციას სააგენტო დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ვაშინგტონში ელჩ ანტონოვის დაბრუნების კონკრეტულ ვადებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. დიდწილად, აქ ყველაფერი დამოკიდებულია ამერიკულ მხარეზე, რომელმაც რაღაც მაინც უნდა გააკეთოს ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით". - ამბობს TASS-ის წყარო.

გამოცემასთან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ კონსულტაციები, რომლებისთვისაც ანტონოვი მოკსოვში გაიხმეს, ჯერ კიდევ აქტიურად გრძელდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტომ ანატოლი ანტონოვი მოსკოვში კონსულტაციებისთვის 16 მარტს გაიხმეს. რამდენიმე საათით ადრე abc NEWS-ს ეთრერთი გავიდა ინტერვიუ ჯო ბაიდენთან, რომელშიც ბაიდენმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი მკვლელია.

ელჩის რუსეთში გამოძახების პასუხისმგებლობა საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს დააკისრა და აღნიშნამ რომ ბოლო წლებში რუსულ-ამერიკული ურთიერთობები "ჩიხში შევიდა"

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საპასუხოდ მოსკოვიდან აშშ-ს ელჩის გამოხმობას არ გეგმავდა.

კომენტარები