კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე: თუ ეპიდსიტუაცია კიდევ გაუარესდა, სხვადასხვა გამკაცრებაზე ვიმსჯელებთ

ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო უარესდება, ახალ შემთხვევათა რაოდენობამ სერიოზულად იმატა, სადღაც 08:00-სთვის გვქონდა 794 ახალი შემთხვევა 25 000 ტესტიდან, მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში და არ გვინდა ეს იყოს, ამიტომ, ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რომ როგორმე თავი ავარიდოთ მესამე ტალღას... თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა კიდევ უფრო მეტად, მაშინ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს სხვადასხვა გამკაცრებაზე...

ამირან გამყრელიძე TV იმედთან.

კომენტარები