ვაქცინაცია

ხუნდაძე Sinopharm-ზე: თადარიგი დავიჭირეთ, სანამ მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდებოდა

ვაქცინების მწარმოებლები ვერ მიყვებიან მოთხოვნას, მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე მიწოდება და ამ კუთხით, გარკვეული დეფიციტია შექმნილი.

სწორედ ამან განაპირობა, რომ ჩინური ვაქცინა, რომელიც ძალიან მაღალი ალბათობით, თითქმის 100%-იანი ალბათობით მიიღებს საერთაშორისო აღიარებას, მას შემდეგ მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება და ხელმისაწვდომობა შემცირდება, ამიტომ დავიჭირეთ თადარიგი...

იქიდან გამომდინარე, რომ ამ ვაქცინას აქვს მაღალი ეფექტიანობის მაჩვენებელი და გვერდითი ეფექტები აქვს მინიმალური, ამიტომ, ჩვენ თადარიგი დავიჭირეთ, რომ სანამ მასზე კიდევ უფრო მაღალი მოთხოვნა გაჩნდება, დაგვესაწყობებინა ჩვენთან. თუმცა, პირობა რჩება შეუცვლელი, რომ მისი მოხმარება დაიწყება მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ექნება...

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე TV იმედთან, ჩინური ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით.

კომენტარები