IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობის 45% ყველაზე მეტად TV იმედს ენდობა, 30% – მთავარ არხს, RUSTAVI 2-ს – 33%, TV Pirveli – 22%

ajaratv.ge

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების მიხედვით, თუ რომელი ტელევიზიის ნიუსსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობა ყველაზე მეტად, მოსახლეობის 45% TV იმედს ასახელებს, 30% – მთავარ არხს, რუსთავი 2-ს – 33%, TV Pirveli – 22%.

მოსახლეობის 15% ჩამოთვლილთაგან არცერთს ენდობა, 8% სხვა წყაროებს ასახელებს, 2% კი კითხვაზე პასუხს არ სცემს.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

კომენტარები