IRI-ის კვლევა

IRI-ის კვლევა: მოსახლეობის 39% არ აიცრებოდა, 24% "რაღაც დროის" შემდეგ აიცრება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 39% არ აიცრება, ხოლო 24% ვაქცინას "რაღაც დროის გავლის" შემდეგ გაიკეთებს.

კლევის კითხვაზე, "მას შემდეგ რაც Covid-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება და ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, რა იქნება თქვენი გადაწყვეტილება" პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა

  • 39% - არ ავიცრები
  • 24% - ავიცრები რაღაც დროის გასვლის შემდეგ
  • 20% - ავიცრები, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ჩემთვის
  • 6% - ავიცრები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონი ან ჩემი დამსაქმებელი აცრას მოითხოვს
  • 1%-ზე ნაკლები - სხვა
  • 12% - არ ვიცი/უარი პასუხზე

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

კომენტარები