სირცხვილია

ოცნების დეპუტატი მაქარაშვილზე: სიურპრიზს ვუმზადებთ! მისივე დანაბოლები ლაწირაკები აგინებენ

დიმიტრი სამხარაძე

​"ზომბებო "პალუნდრა", არა ბიჭოს" – წერს ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე მოძრაობა სირცხვილიას პოსტზე, რომ მოძრაობის ბათუმის ოფისთან ქართული ოცნების აქტივისტები იმყოფებოდნენ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ. სამხარაძე Facebook პოსტის კომენტარებში სირცხვილიას ერთ-ერთი ლიდერის, გიგა მაქარაშვილის შესახებ წერს, რომ "მაგარ სიურპრიზს ვუმზადებთ!".

"არავინ ჩალიჩობს რამე მიაკეროს! ФСБ-ს ნომრიანი აგენტია! მაგარ სიურპრიზს ვუმზადებთ! მისივე დანაბოლები ლაწირაკები დაუწყებენ გინებას". – წერს ქართული ოცნების დეპუტატი. 

3 აპრილს ბათუმში თბილისის აქციის პარალელურად დაწესებული შეზღუდვების დაუმორჩილებლობის აქცია იმართებოდა, რა დროსაც მოძრაობა სირცხვილიას ოფისში პოლიცია შეიჭრასირცხვილიას ცნობით, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. 

4 აპრილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ქართული ოცნების მხარდამჭერთა კონტრაქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი 3 აპრილს კომენდანტის საათის დაუმორჩილებლობის აქციას, მმართველი პარტიის ლიდერის, გია ვოლსკისთვის მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მისი გამოსახულებით სტიკერების გაკვრას აპროტესტებედნენ.

სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, 5 აპრილს ბათუმში მარში გაიმართება და აქტივისტები კომენდანტის საათს კიდევ დაარღვევენ. 

კომენტარები