დაასრულე კომENDანტი

სირცხვილია: ხვალ ბათუმში მარში იქნება, კომენდანტის საათს ისევ დავარღვევთ

ტაბულა

სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, ხვალ, 5 აპრილს, ბათუმში მარში გაიმართება და აქტივისტები კომენდანტის საათს კიდევ დაარღვევენ. 

"ქვეყანაში უკვე პირდაპირ გვეუბნებიან, რომ პროტესტი აღარ უნდა შედგეს. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება - ეს ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლებებია, რომელსაც ხელისუფლება პირდაპირ არღვევს და ამის ნათელი მაგალითია გუშინდელი დღე. ჩვენ არცერთი წამით აღარ დავუშვებთ იმას, რომ ახლად გახსნილ ოფისში პირველივე ღონისძიებაზე შევარდეს პოლიცია, ისე მოიქცეს, როგორც თვითონ უნდა, შემდეგ ძალის გადამეტებით დააკავოს აქტივისტები ისე, რომ არც განუმარტოს რას ერჩის. 

ველოდებით ხვალინდელ სასამართლოს, გვაქვს პოზიტიური მოლოდინი - ძალიან გვინდა, რომ შეიქმნას პრეცედენტი, როცა მართალი მოქალაქეები გამართლდებიან და სასამართლო ამას ხმამაღლა იტყვის. დაველოდებით ხვალინდელ სასამართლო პროცესს, თუმცა, ვთვლით, რომ გუშინ არანაირი კანონი არ დაგვირღვევია". - ამბობს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. 

გუშინ, 3 აპრილს, ბათუმში, მოძრაობა სირცხვილიას ოფისში პოლიცია შეიჭრა, სადაც დაუმორჩილებლობის აქცია იმართებოდა. სირცხვილიას ცნობით, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.  

დაკავებულთაგან ერთ-ერთი, გენრი დოლიძე პოლიციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მრავლობითი სისხლჩაქცევები და ნაკაწრები აქვს. 

ბათუმში გამართული აქციის პარალელურად, აქტივისტები კომენდანტის საათის მოხსნას ითხოვდნენ თბილისსა და ქუთაისში. 

კომენტარები