ბელარუსი

ბელარუსში რეჟიმის კრიტიკისთვის მოცურავის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გახსნეს

ალიქსანდრა ჰერასიმენია
Belsat

ბელარუსში სისხლის სამართლის სამართლის საქმე გახსნეს ცნობილი ბელარუსი მოცურავის და ბელარუსის სპორტის სოლიდარობის ფონდის ერთ-ერთი ლიდერის, ალიაქსანდრია ჰერასიმენიას, წინააღმდეგ. სისხლის სამართლის გამოძიება ასევე დაიწყეს ფონდის კიდევ ერთი ლიდერის, ალექსანდერ აპეიკნის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს

მინსკის მაღალჩინოსნები მათ ადანაშაულებენ "საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოების ცხოვრების სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ სფეროებში განვითარებულ მოვლენებზე განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში".

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ინტერნეტით და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მათ მიმართეს უცხო ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა "ზომები მიეღოთ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების დაზიანებისკენ. კერძოდ, ზემოხსენებული ასოციაციის წევრების ზეწოლის შედეგად, ბელარუსში არაერთი ძირითადი სპორტული ღონისძიება არ ჩატარდა".

მინსკის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ჰერასიმენიას და აპეინიკის საქმიანობამ ქვეყანას რეპუტაციული და ფინანსური ზიანი მიაყენა, ქვეყნის პრესტიჟს საერთაშორისო და პოლიტიკურ არენაზე ავნო, დისკრედიტაცია გაუწია სპორტსა და სახელმწიფოს.

მათ ბრალად ედებათ ისეთი ქმედებებისკენ მოწოდება, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას ზიანს აყენებს და მაქსიმუმ 5-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. 


9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები იმართება. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები