კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 464 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 15 649 ტესტი

CDC/Science Photo Library

საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 15 649 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 464 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 454 პაციენტი.   

3 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.97%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.85 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.01 %.

ინფიცირების 464 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა - 57, იმერეთი - 28, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 23, გურია - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 49, კახეთი - 7, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიური შემთხვევაა 5 397, ქვეყანაში 342 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 73 პირი.

4 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 283 833 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 274 599 გამოჯანმრთელდა,  3 811 კი გარდაიცვალა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები