კორონავირუსი მსოფლიოში

რუსული ვაქცინით აცრილ არგენტინის პრეზიდენტს COVID-19 დაუდასტურდა

Reuters

არგენტინის პრეზიდენტს, ალბერტო ფერნანდესს კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით, Sputnik V-ით აცრის შემდეგ COVID-19 დაუდასტურდა. 

"კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში ვარ". – ამბობს ალბერტო ფერნანდესი. მან რუსული ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში გაიკეთა.

სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, Sputnik V კორონავირუსის წინააღმდეგ 91.6%-ით ეფექტიანია. ამ მომენტისთვის ვაქცინა 40-მდე ქვეყანაში გამოიყენება, თუმცა, მსურველების რიცხვი სტაბილურად იზრდება. 

რუსეთი აქტიურად ლობირებს ეროვნული წარმოების ვაქცინის ევროკავშირში ავტორიზაციას. მას შემდეგ, რაც ბლოკს ვაქცინაციის პრობლემები შეექმნა, ორმა წევრმა ქვეყანამ, უნგრეთმა და სლოვაკეთმა, Sputnik V-ის მარაგები EMA-ს ნებართვის გარეშე შეიძინეს. რუსული ვაქცინის შესყიდვას იმედოვნებს ჩეხეთის პრეზიდენტიც, რომელმაც საკითხის თაობაზე ვლადიმირ პუტინს პირადად მისწერა. 

კომენტარები