პოლიტიკური კრიზისი

კუბილიუსი: ჩვენი განცხადება ძლიერი სიგნალია პარტიებისთვის, განსაკუთრებით, ოცნებისთვის

საქართველოს მომავალი მანაღვლებს, რადგან პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. [განცხადება] ძლიერი სიგნალია ევროპარლამენტარისგან ყველა პოლიტიკური პარტიისადმი, განსაკუთრებით კი ქართულ ოცნებისთვის, იმისთვის, რათა გამოვიდნენ ჩიხიდან ან ევროკავშირისგან "ნაკლებისთვის ნაკლები" მიიღონ, რაც მტკივნეულია. ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა თავიანთი პასუხისმგებლობისგან გაქცევა უნდა შეწყვიტონ. 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე, ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი Twitter-ზე წერს. ამავე ტვიტით ის აზიარებს 1-ელ აპრილს გამოქვეყნებულ ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას, სადაც ისინი წერენ, რომ ევროპარლამენტი საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერებას მოითხოვს.

კომენტარები