ჭყონდიდის ეპარქია

დეკანოზი ანდრია ღავთაძეზე: საპატრიარქოს მისამართით ქალთმოძულე განცხადებები არ მოუსმენია?

მთავარი არხი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის გამგეობის წევრის, მაკო ღავთაძის პოსტს ეხმაურება. 

"ამ ქალბატონს არასდროს მოუსმენია საპატრიარქოს მისამართით გაკეთებული ქალთმოძულე ხასიათის განცხადებები?" - წერს ანდრია ჯაღმაიძე. 

ღავთაძემ დაწერა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე "სახეა ქალთმოძულეობის, რომელიც საპატრიარქოში არსებობს". 

"მიტროპოლიტ სტეფანეს "დებილო ქალო, დავაი რა, დააყენე ქალო" მიმართვა მონაზვნისადმი და მერე მისი ღამით წვიმაში ქუჩაში გაგდება ადასტურებს, რამდენად შორსაა დღევანდელი საპატრიარქო ღმერთისგან და რამდენად არ უყვართ ადამიანი. 

ეს არის საპატრიარქოს ძალადობა, ფსიქოლოგიური ტერორი. ამ ბოროტი სისტემის მსხვერპლი არიან ის სხვა მონაზვნებიც, რომლებიც ამ უგულო კაცის ბრძანებებს ასრულებენ და ორ ქალს, მათ დებს, ქუჩაში აგდებენ". - წერს ღავთაძე. 

1-ელ აპრილს, შუაღამით, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანას და მორჩილ ნინოს მონასტერში შესვლის უფლება აღარ მისცა და ქალები ღია სივრცეში, თავშესაფრის გარეშე დატოვა.

კომენტარები