ჭყონდიდის ეპარქია

ღავთაძე: მიტროპოლიტი სტეფანე სახეა ქალთმოძულეობის, რომელიც საპატრიარქოში არსებობს

მიტროპოლიტი სტეფანე სახეა ქალთმოძულეობის, რომელიც, სამწუხაროდ, საპატრიარქოში არსებობს. 
ეკლესია არასდროს საუბრობს ქალებზე ძალადობის, მკვლელობის და ჩაგვრის წინააღმდეგ. მაშინ, როცა შეუძლია, საკუთარი გავლენა და ავტორიტეტი ქალების დასაცავად გამოიყენოს, პირიქით, ახალისებს ძალადობას. 

მიტროპოლიტ სტეფანეს "დებილო ქალო, დავაი რა, დააყენე ქალო" მიმართვა მონაზვნისადმი და მერე მისი ღამით წვიმაში ქუჩაში გაგდება ადასტურებს, რამდენად შორსაა დღევანდელი საპატრიარქო ღმერთისგან და რამდენად არ უყვართ ადამიანი. 

ეს არის საპატრიარქოს ძალადობა, ფსიქოლოგიური ტერორი. 

ამ ბოროტი სისტემის მსხვერპლი არიან ის სხვა მონაზვნებიც, რომლებიც ამ უგულო კაცის ბრძანებებს ასრულებენ და ორ ქალს, მათ დებს, ქუჩაში აგდებენ. დიდი ხანია, ვუყურებთ უკვე, როგორ დუღს სისტემის შიგნით ტყუილი, ღალატი, ძალადობა, სიხარბე და ღმერთის გმობა. ვართ ჩვენ მაყურებლის როლში, მაგრამ ამ დროს ადამიანების, ამ სისტემის მსხვერპლების, ცხოვრება ინგრევა, ნაწილს ციხეში უშვებენ, ღირსებას ულახავენ, ნაწილს ქუჩაში აგდებენ, ნაწილს ქონებას ართმევენ. და არავინ და არაფერი ჩანს ჯერ, რაც ამ საერო თუ საეკლესიო დანაშაულებს შეაჩერებს

წერს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) გამგეობის წევრი, მაკო ღავთაძე. 1 აპრილს, შუაღამით, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანას და მორჩილ ნინოს მონასტერში შესვლის უფლება აღარ მისცა და ქალები ღია სივრცეში, თავშესაფრის გარეშე დატოვა.

კომენტარები