ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი რუსეთის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელდა – გამოკითხვა

სანადირო ექსკურსიებმა და ტანმოშიშვლებულმა ცხენოსნობამ შედეგი გამოიღო – ვლადიმირ პუტინი რუსეთის მოსახლეობისთვის ყველაზე სექსუალური მამაკაცია. 

Superjob.ru-ს მიერ, 2 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული კაცების 18% და ქალების 17% ვლადიმირ პუტინს რუსეთის ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად მიიჩნევს. 68 წლის მარტოხელა პუტინი ერთადერთი კაცია, რომელმაც ღია გამოკითხვით ხმების ორნიშნა პროცენტული მაჩვენებელი მიიღო. 

"წინა წლის გამოკითხვიდან 1%-იანი ვარდნის მიუხედავად, ქვეყნის ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი რუსებისთვის კვლავ ვლადიმირ პუტინია. მას კონკურენციას ვერც ათლეტები უწევენ და ვერც პოლიტიკოსები" – ვკითხულობთ კვლევაში.

Superjob.ru-ს განცხადებით, კვლევა 1 000 კაცსა და ამდენივე ქალს მოიცავდა და რუსეთის 300-ზე მეტ ქალაქში, ფიზიკური ფორმით ტარდებოდა. 

ნიშანდობლივია, რომ კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის დუმამ პუტინს ძალაუფლების 2036 წლამდე შენარჩუნების კონსტიტუციური უფლება მიანიჭა.

კომენტარები