სმარტფონები

კომპანია LG სმარტფონების ბიზნესს შეწყვეტს 

ფოტო: Reuters

სამხრეთკორეული ტექნოლოგიური კომპანია LG სმარტფონების ბიზნესის შეწყვეტას გეგმავს

2015 წლიდან LG-მ სმარტფონების ბაზრის მნიშვნელოვანი წილი ჩინურ კომპანიებთან [Xiaomi, Huawei, Oppo] დაკარგა. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში კი სმარტფონების წარმოება LG-სთვის წამგებიანი იყო. 

კომპანია LG-ის ეკუთვნის ისეთი წარმატებული მოდელები, როგორებიცაა: Nexus 5, Pixel 2 XL და G4. 

2015 წელს კომპანია გლობალური სმარტფონების ბაზრის 5%-ს აკონტროლებდა და რიგით მეოთხე ადგილს იკავებდა, 2020 წლიდან კი ეს მაჩვენებელი 1%-ს ჩამოსცდა. 

ექსპერტების თქმით, LG-ს წარუმატებლობის მიზეზი ინოვაციურობისა და კონკურენტუნარიანობის დაკარგვა აღმოჩნდა. 
 

კომენტარები