სმარტფონები

2017 წელს საქართველოში მობილურების იმპორტი 21%-ით გაიზარდა და მან $181,000,000-ს მიაღწია

Apple

$181,649,000 დოლარი, ანუ 461,390,700 ლარი (დღევანდელი კურსით) არის ის თანხა, რაც 2017 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ მობილურების, მათ შორის სმარტფონების შეძენაზე დახარჯა. 

2016 წლის მდგომარეობით, საშუალოდ ქვეყანაში იმპორტირებული მობილურის ღირებულებამ $109 ანუ 276 ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შეძენილი მობილურების უმეტესი ნაწილი სმარტფონებია.

ქვეყანაში არსებული მობილურების რეიტინგი ბრენდების მიხედვით (კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემები):

  1. Samsung - 28.1%
  2. Nokia/microsoft - 25.1%
  3. Apple - 9.2%
  4. Huawei - 7.7%
  5. Lenovo - 4.8%
  6. Quectel - 3.4%
  7. TCT - 2.5%
  8. Sony/Erricson - 2.4%
  9. LG - 1.7%
  10. HTC - 1.5%
  11. სხვა - 13.6%

კომენტარები