სმარტფონები

9 სექტემბერს Apple ახალი iPhone-ის პრეზენტაციას გამართავს

iPhone 6
theverge.com

9 სექტემბერს  Apple 2015-2016 წლების ახალ ფლაგმან სმარტფონს წარადგენს. ახალი სმარტფონის სახელი შესაძლოა იყოს iPhone 7, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით  უფრო მაღალი ალბათობით ახალი სმარტფონის სახელი iPhone 6s იქნება. თუკი ახალი სმარტფონი iPhone 6s იქნება სავარაუდოდ მისი ეკრანის ზომა iPhone 6-თან შედარებით უფრო მცირე იქნება, ასევე მისი ფასიც სავარაუდოდ iPhone 6-თან შედარებით დაახლოებით $100-ით ნაკლები უნდა იყოს.

iPhone 6 Apple-ის გაყიდვების რეკორდსმენი იყო. მსოფლიოს მასშტაბით კომპანიამ 80 მილიონი iPhone 6 და 35 მილიონი iPhone 6 Plus გაყიდა. iPhone 6s-ის შედარებით ნაკლები ფასიდან გამომდინარე სავარაუდოდ მისი გაყიდვები iPhone 6-ის გაყიდვებს გადააჭარბებს, ისევე როგორც ეს iPhone 5-ის შემთხვევაში მოხდა. Apple-მა iPhone 5-ზე 45 მილიონით მეტი iPhone 5s გაყიდა.

International Business Times-ის ცნობით, ახალი iPhone-ს კიდევ ერთი გარეგნული სიახლე დაემატება, მომხმარებლებს ვარდისფერი ოქროსფერი კორპუსის მქონე მობილურების შეძენაც შეეძლებათ. ასევე სავარაუდოდ ახალი სმარტფონი iPhone 6-თან შედარებით უფრო სქელი იქნება.

ახალ სმარტფონთან ერთად Apple ოპერაციულ სისტემაშიც გეგმავს განახლებების შეტანას, სავარაუდოდ ყველაზე მთავარი სისტემური განახლება ახალ ოპერაციულ სისტემაში Siri-ს შესაძლებლობების გაზრდა იქნება. არსებული ინფორმაციით კომპანია Siri-ს ვირტუალურ პერსონალურ ასისტენტად გარდაქმნას გეგმავს.

iPhone-თან ერთად Apple სავარაუდოდ განახლებულ iPad-საც წარადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი iPad-ის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი მისი ეკრანის თითქმის გაორმარეგული ზომა იქნება.

 

კომენტარები