სმარტფონები

ჩრდილოეთ კორეის ბაზარზე ადგილობრივი სმარტფონი Arirang გაიყიდება

Reuters / North Korean Government

Business Insider-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ბაზარზე ახალი და ამ დროისთვის ერთადერთი სმარტფონი Arirang გამოჩნდა. Arirang-ის გამოშვების ინიციატორი ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინია.

Arirang-ი Android-ის მოდიფიცირებულ ვერსიაზე მუშაობს, მას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სატელეფონო კომისარიატი უშვებს. 

ჩრდილოეთ კორეაში ინტერნეტის მოხმარება აკრძალულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მობილურის შესაძლებლობების სრულად გამოყენება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც ინტერნეტზე სახელმწიფო დაშვება გააჩნია. უცნობია მისი ფასიც, თუმცა სავარაუდოდ სმარტფონი საშუალო საფასო სეგმენტზე არ იქნება გათვლილი.

ჩრდილოეთ კორეაში უცხოეთიდან ელექტროტექნიკის და, განსაკუთრებით, კომპიუტერული მოწყობილობების შეტანა აკრძალულია. ეს იმას ნიშნავს, რომ Arirang-ს ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავს.

კომენტარები