კორონავირუსი და შეზღუდვები

გაბუნია: ეპიდსიტუაცია ნამდვილად საყურადღებოა, შემთხვევების მატებაა კონკრეტულ რეგიონებში

ნამდვილად საყურადღებოა ეპიდსიტუაცია, შემთხვევების მატება აღინიშნება. მატება აღინიშნება კონკრეტულ რეგიონებში და მეტიც, კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. ამდენად, დღეს ჩვენთვის მთავარია ადგილზე ლოკალიზაცია ეპიდემიის გავრცელების. ამისი მექანიზმია ინტენსიური ტესტირება და სხვა ყველა იმ წესის დაცვა, რაც ვიცით, რომ უნდა დავიცვათ. ჯერჯერობით ვცდილობთ, რომ ლოკალიზაცია მოხდეს ამ გზებით. შემდეგ, როგორც გავითარდება სიტუაცია, ამის მიხედვით იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება. ერთი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ესკალაციის შესაძლებლობა ეპიდემიას ამ ეტაპზე რომ მივცეთ, არის სრულიად დაუშვებელი, ამდენად, მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კითხვის საპასუხოდ, განიხილება თუ არა შეზღუდვების დაბრუნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება.

კომენტარები